„ოცეულის ჯგუფის“ სამიტი ნიუ-დელიში

09 სექტემბერი 2023, 14:18 568 ნახვა

ინდოეთის დედაქალაქში „დიდი ოცეულის“ რიგით მე-18 სამიტი აფრიკული კავშირისთვის მუდმივი წევრობის მინიჭებით დაიწყო. დღის წესრიგის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.

გავრცელებული ცნობით, სამიტზე თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის წინადადების დაკმაყოფილება მოითხოვა, რომელიც „მარცვლეულის შეთანხმებას“ და სანქციების შემსუბუქებას ეხება. საუბარი იყო ასევე SWIFT სისტემაზე დაკავშირებაზეც.

ინდოეთში ჩავიდნენ შეერთებული შტატები პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჩინეთისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები, ასევე საუდის არაბეთის პრეზიდენტიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი