სოფელ ქობულეთში მეწყერმა ჯაფარიძეების საცხოვრებელი სახლი დააზიანა

08 სექტემბერი 2023, 13:07 833 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა.

ჩამოწოლილმა მეწყერულმა მასამ დააზიანა ჯაფარიძეების საცხოვრებელი სახლი.

ოჯახის მეპატრონის თქმით, დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა როდესაც უცნაური ხმა მოესმა, გაეღვიძა და საძინებელში შენიშნა ფერდიდან ჩამოწოლილი მიწის მასა.

"მაშინვე დავუძახე ჩემს შვილს, გავაღვიძე და გავედით გარეთ. დავრეკეთ 112-ში. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელ ოთახში."- განაცხადა მინდია ჯაფარიძემ.

მისი თქმით, გვიან ღამით მივიდნენ შესაბამისი სამსახურები და მოხდა დაზარალებული ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი