წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები

07 სექტემბერი 2023, 14:19 674 ნახვა

ქედაში, სოფელ ორცვა-არსენაულის წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი - წყლის ავზების, სათავე ნაგებობებისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას გულისხმობს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 714 ათას 440 ლარია გათვალისწინებული.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სასმელი და სარწყავი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს სოფელ გორგივლი-მოსიაშვილებსა და წონიარისში,  ასევე წყალმომარაგების გამანაწილებელი ავზები ეწყობა სილიბაურისა და კაკაბაძეების უბანში. სარწყავი სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ მერისში, საკანდელიძეების უბანშიც.

წყლის სისტემა ეწყობა სოფელ ხარაულას საბავშვო ბაღისთვის. სამუშაოებისთვის ჯამში მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, რომელიც ნოემბერში უნდა დასრულდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში