მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ნახევარფინალისტი გერმანიის ნაკრები გახდა. გორდონ ჰერბერტის შეგირდები მეოთხედფინალურ ეტაპზე ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 81:79 დაამარცხეს.
გერმანიის ნაკრებს ტრავმიდან დაბრუნებულმა ფრანც ვაგნერმა ულიდერა,რომელმაც 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა. ლატვიელთა რიგებში კი საუკეთესო 24 ქულითა და 8 გადაცემით არტურს ზაგარსი იყო.
ამგვარად, უკვე ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური წყვილი. 8 სექტემბერს ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს აშშ და გერმანია დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს სერბეთის ნაკრები სლოვენიასა და კანადას შორის უმჯობესს შეხვდება.