რეინჯერთა მომზადების სკოლა მორიგმა ნაკადმა დაასრულა

06 სექტემბერი 2023, 14:44 397 ნახვა

25 კვირიანი რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა უკვე მეთორმეტე ნაკადმა   დაასრულა.  მონაწილეებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები გაიარეს, რაც სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებას მოიცავდა.   რეინჯერებმა ასევე  ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა შეისწავლეს. კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში მსახურს გააგრძელებენ.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში