საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე სამი მედალი მოიპოვა

06 სექტემბერი 2023, 14:45 536 ნახვა

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ტურნირზე ქართველმა პარამოფარიკავეებმა ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში იასპარეზეს. ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ხმალში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მედლები მოიპოვეს. თიბილაშვილმა ტურნირზე რაპირით ეტლით ფარიკაობაში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ხმალში აღებული ვერცხლი დაუმატა. მსოფლიო თასზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ირმა ხეცურიანმა კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ქართველი ეტლით მოფარიკავეები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი