ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. 29 აგვისტოს ბლინკენმა უკრაინისთვის ახალი 250 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტებს, ჰაიმარსის საბრძოლო მასალას, ნაღმების წმენდისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას. ომის პერიოდში ეს ბლინკენის მესამე ვიზიტია უკრაინაში. პირველად 2022 წლის აპრილში ბლინკენი პენტაგონის ხელმძღვანელთან ლოიდ ოსტინთან ერთად ჩავიდა.