დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება

03 სექტემბერი 2023, 10:04 632 ნახვა

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი "ოკინავა არენაზე" თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

მეორე ჯგუფური ეტაპის K ჯგუფში ამ დროისთვის 4-4 გამარჯვებით ცხრილის სათავეში გერმანია და სლოვენია არის, ხოლო საქართველოსა და ავსტრალიას 2-2 მოგება აქვთ.

გამომდინარე აქედან მეოთხედფინალში გერმანელები და სლოვენიელები ითამაშებენ.
საქართველო და ავსტრალია კი ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა. ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 2 შეხვედრა მოიგო და საუკეთესო 16 ნაკრებს შორის შეძლო გასვლა.
დღესვე გერმანია და სლოვენია 15:10 საათზე ჯგუფში პირველი ადგილისთვის ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში