იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, იტალიის ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა.
„კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღეს სალერნოში სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის პროკურატურის მიერ კოორდინირებული გამოძიების ნაწილი იყო. შედეგად, მოხდა ბინების ძარცვაში სპეციალიზებული დაჯგუფების წევრების დაკავება,” – განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პანტედოსიმ.