ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა

29 აგვისტო 2023, 14:05 849 ნახვა

ხულოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. ხულოს მერია ახალი ნაგავმზიდისა და ნაგვის ურნების შეძენას გეგმავს. პარტია „საქართველოსთვის„ წარმომადგენელი ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტია და ზაფხულის პერიოდში მისი დასრულება უნდა მოესწროს. ის ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებებსაც ახსენებდა.

ბოლქვაძეს შენიშვნა ჰქონდა ხულოს საკრებულოს ერთ-ერთი წევრის, ნადიმ დეკანაძის, ხულოს წყალკანალში მუშაობასთან დაკავშირებითაც. მისივე თქმით, საკრებულოს წევრს, კანონის შესაბამისად, ამ სამსახურში მუშაობის უფლება არ აქვს. ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა და თქვა, რომ ნადიმ დეკანაძე შპს ხულოს წყალკანში 1991 წლიდან მუშაობს და ეს კანონთან შეუსაბამოდ არ მიაჩნია.

რამაზ გელაძის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტისთვის გამოწვევაა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხი, ამიტომაც ცვლილება აუცილებელი იყო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი