ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ბათუმმა“ სტუმრად ნორჩი „დინამო“ დაამარცხა

27 აგვისტო 2023, 23:07 763 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში სტუმრად ნორჩ "დინამოს" დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ბათუმელთაგან ჰეთ-თრიქი თათია შაინიძემ შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ხატია ჭყონიას ანგარიშზეა. მასპინძლებისაგან კი პრესტიჟის გოლის გატანა, ანა საგირაშვილმა მოახერხა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები ქალთა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას გელა კიკალიშვილის გუნდი 2 სექტემბერს შინ ხობის „კოლხეთის“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში