პუტინის ომი უკრაინაში

27 აგვისტო 2023, 13:19 715 ნახვა

ომის 550-ე დღე უკრაინაში — ქვეყნის შეიარაღებული ძალები რობოტინოს აღების შემდეგ ტერიტორიის დეოკუპაციისთვის იერიშს აგრძელებენ. უკრაინულმა ძალებმა ახალ ტაქტიკურ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთითაც.  

კონტრ-შეტევითი მოქმედებები წარმატებით მიმდინარეობს ნოვოდანილოვსკის მიმართულებაზეც. ანალიტიკოსები წერენ, რომ უკრაინული ძალები ახლა სავარაუდოდ წინ მიიწევენ რუსეთის თავდაცვითი პოზიციების ყველაზე რთულ მონაკვეთზე ნოვოპროკოპოვკას რაიონში.

Reuters-ი უკრაინელ მეთაურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის თავდაცვის ურთულესი ხაზი ამ ტერიტორიაზე გაირღვა და ახლა სამხედროები უფრო სწრაფად გადაადგილდებიან. ამავდროულად, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ამჟამად უტევენ რუსეთის თავდაცვითი სიმაგრეების მთავარ კომპლექსს. 

პარალელურად ინტენსიურია ოკუპანტების სარაკეტო შეტევებიც, ფრონტის ხაზზე  ბოლო მონაცემებით 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი