დოკუმენტური ფილმის „სიცოცხლის ფასად სიცოცხლისათვის“ პირველი საჯარო ჩვენება გაიმართა ბათუმში. ფილმი უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებზეა რომლებიც ირიცხებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და იბრძვიან რუსეთის სამხედრო აგრესიის წინაღმდეგ. ფილმი გვაცნობს ქართველ მებრძოლებს, მათ წარსულს და დღევანდელ ცხოვრებას, მოტივაციას, მიზნებს, მომავლის ხედვას და იმ გამოცდილებაზე გვიყვება, რასაც ქართველი მებრძოლები ბრძოლაში იღებენ. პროექტი განახორციელა სამოქალაქო საბჭომ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. ფილმის რეჟისორი გიორგი ცხვიტავა. ფილმის ჩვენებას შემდეგ გაიმართა დისკუსია.