საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიას დაუპირისპირდა და 5 ქულიანი სხვაობით - 81:86 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში 20 ქულით საუკეთესო გოგა ბითაძე იყო, თორნიკე შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო, დუდა სანაძემ 14, ხოლო თად მაკფადენის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან.
ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს კაბო ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს.