თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2006-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდა, აჭარის ძიუდოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს.
ვახტანგ ზოიძის შეგირდებიდან ვიცე-ჩემპიონი მირიან კახიძე გახდა, რომელიც 50 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი საბა ბოლქვაძემ მოიპოვა. 60 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი თენგიზ ჭინკაძემ მოიგო.