ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

17 აგვისტო 2023, 14:30 1009 ნახვა

ქედაში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის ერთ სართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი გრანიტის ფილებით, ნაწილი წარმოდგენილი იქნება ვიტრაჟით, მოეწყობა გათბობა-გაგრილების სისტემა და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. 

პროექტის ღირებულება 188 ათას 881 ლარს შეადგენს.

როგორც ქედის მერიაში აცხადებენ,  მუნიციპალიტეტში არსებული ხანდაზმული კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, გამომდინარე აქედან შეიქმნება კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი სადაც, როგორც კლუბის წევრები, ასევე ახალგაზრდები შეძლებენ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი