ბათუმში, ზღვაში კაცს სკუტერი დაეჯახა

16 აგვისტო 2023, 19:59 845 ნახვა

ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა სკუტერი დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია.

აჭარის მაუწყებელს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, თუ რა მუხლით დაიწყო უწყებამ გამოძიება ამას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "ბათუმელებმა" გაავრცელა.

 

ფოტო: არქივი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში