საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრების ლიდერი ავთანდილ ბახტაძე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
ბახტაძე ტურნირზე საშუალოდ 31 წუთში 18 ქულას, 10.3 მოხსნას, 1 გადაცემას, 1.1 დაფარებას და 0.3 ჩაჭრას აგროვებდა.
ქართველი ცენტრის გარდა საუკეთესო ხუთეულში ბორნა კატანოვიჩი (ხორვატია), როკო იემო (ხორვატია), ივაილო სრინსკი (ბულგარეთი) და კოდრუტ-ალექსანდერ დინუ (რუმინეთი) შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა.