რუსულ აგრესიას უკრაინაში 500 ბავშვი ემსხვერპლა

13 აგვისტო 2023, 11:36 550 ნახვა

ოკუპანტის მორიგი იერიში უკრაინაში. გასულ ღამეს მტერმა ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიით ორჯერ  დაბომბა.  მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ოკუპანტმა იერიში მიიტანა ხერსონის რაიონზეც, სადაც გვიან ღამით დაბომბვების შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსებმა ხერსონის რაიონში , ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან 61 ჭურვი გაუშვეს. უწყების ცნობით, მტრის სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები და ქარხნების ტერიტორიები იყო. უკრაინის გენერალური პროკურატურის ბოლო მონაცემების მიხედვით, ომის დაწყების დღიდან უკრაინაში უკვე 500 ბავშვი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი