საქართველო - ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოს დაიწყება

12 აგვისტო 2023, 13:42 869 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 8 სექტემბერს გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

თითოეულ მომხმარებელს, თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ფასი: 10, 20, 30, 50 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ ჩვენი ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში 4 ქულით ნორვეგიასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში