საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალურ მატჩში ესტონეთი დამაჯერებელი ანგარიშით 79:66 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს 16 ქულით, 13 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით ავთანდილ ბახტაძემ ულიდერა. 13-13 ქულა ჰქონდათ ილია სულაძესა და გერა ჭეიშვილს, ხოლო 11 ქულა გიორგი ნიკოლაევის ანგარიშზე დაგროვდა.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატია სლოვაკეთის მატჩში გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ A დივიზიონში სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გადავა.