ზაპოროჟიეში, ერთ-ერთ სასტუმროზე რუსი სამხედროების იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა - უკრაინული მედია

10 აგვისტო 2023, 23:02 653 ნახვა

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროზე იერიში მიიტანეს.უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ცხრა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მედიის ცნობით, დაზიანებულია სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ორი მაღალსართულიანი კორპუსი, თუმცა ამ ტერიტორიაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი