დღეს გორის "დილა" კვიპროსულ "აპოელს" დაუპირისპირდება

10 აგვისტო 2023, 13:15 727 ნახვა

დღეს უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის "დილა" შინ ნიქოზიის "აპოელს" შეხვდება. შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

გორელებმა პირველ ეტაპზე სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" ბარიერი დაძლიეს, ხოლო შემდეგ უკრაინული პოლტავას "ვორსკლას". "დილას" დღევანდელი მეტოქის "აპოელის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების წევრები, გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი თამაშობენ.

"დილასა" და "აპოელს" წყვილში გამარჯვებული კონფერენსლიგის პლეი ოფში პოლონურ "პოგონს" ან ბელგიურ "გენტს" შეხვდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში