ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს

10 აგვისტო 2023, 11:49 750 ნახვა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს.59 წლის ფერნანდო ვილავიჩენსიოს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ქალაქ კიტოში გამართულ ღონისძიებას ტოვებდა. დაღუპულია თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ორხმრივი სროლის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. პრეზიდენტობის კანდიდატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბანდის ლიდერი ემუქრებოდა. ფერნანდო ვილავიჩენსიოს საპრეზიდენტო კამპანია ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეკვადორის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ პირობა დადო, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს არის დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი