საქართველოს მამაკაცთა ძალოსანთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა.
ბოლო საშეჯიბრო დღეს ჩვენი ნაკრებიდან თორნიკე ტაბატაძემ ოქროს, ხოლო მიხეილ ადამიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტაბატაძემ ატაცში 160 / 165 / 170 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა აკვრაში თავი 192 / 196 / 202 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი ერგო.
ორჭიდში მოგროვილი 372 კილოგრამით კი ქართველი ძალოსანი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და ჩემპიონობა იზეიმა.
რაც შეეხება მიხეილ ადამიას, ძალოსანმა ატაცში 151 / 157 / 162 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ადამიამ აკვრაში თავი 190 / 195 / 201 კილოგრამს გაართვა და კვლავ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საბოლოდ თორნიკემ ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამითაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.