საბა ლობჟანიძე კარიერას "ატლანტა იუნაიტედში" გააგრძელებს

02 აგვისტო 2023, 22:22 711 ნახვა

საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორიდან" კარიერას "ატლანტა იუნაიტედში" გააგრძელებს. ამერიკულმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ლობჟანიძემ MLS-ის კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გააფორმა.აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ, მესამე ქართველი ფეხბურთელია რომელიც MLS-ში ითამაშებს.

საბა ლობჟანიძემ საფეხბურთო კარიერა „დინამო“ თბილისში დაიწყო, ამის შემდეგ კი საჩხერეს „ჩიხურაში,“დანიურ „რანდერსში,“ „ანკარაგუჯუში,“ „ჰატაისპორსა“ და „ქარაგუმრუკში“ თამაშობდა. საბას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი