გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდში“ ითამაშებს

02 აგვისტო 2023, 15:34 1563 ნახვა

24 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე „უტფორდს“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გიორგი ახლოს იყო „მეცში“ გადასვლასთან, თუმცა ფრანგებმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვეს, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა და როგორც აღმოჩნდა საბოლოოდ ჩაკვეტაძემ ფრანგებს ინგლისური კლუბის პროექტი არჩია.

გიორგი ჩაკვეტაძე რომელიც „გენტის“ საკუთრებაა კარიერა „დინამო“ თბილისში დაიწყო, საიდანაც 2018 წელს სწორედ ბელგიურ გუნდს შეუერთდა. თუმცა „გენტმა“ ის ჯერ „ჰამბურგში“ შემდეგ კი ბრატისლავის „სლოვანში“გაანათხოვრა.

ეროვნულ ნაკრებში კი გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩში შედგა და თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა. რაც შეეხება ჩაკვეტაძის ახალ კლუბს „უტფორდს“ ის წელს ინგლისის ჩემპიონშიპში ითამაშებს. პირველი ტურის შეხვედრას კი 5 აგვისტოს, შინ „ქპრ“-ს წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში