უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის გუშინდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა.
დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 19 ადამიანი საავადმყოფოში რჩება. დაშავებულთა შორის შვიდი ბავშვია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.
რუსეთის ძალებმა კრივოი როგის მიმართულებით ორი ბალისტკური რაკეტა 31 ივლისის დილით გაუშვეს. ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, მეორე კი – სასწავლო დაწესებულებას.