კანადის საკალათბურთო ელიტურ ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის ვანკუვერ ბანდიტსი სკარბოროს დაუპირისპირდა და ქართველი კალათბურთელის მიერ შესრულებული გადამწყვეტი სამქულიანით 82:79 დაამარცხა. ბეჟანიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21:23 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 10 ქულის, 6 პასის, 3 მოხსნისა და 2 დაფარების დაგროვება მოახერხა.მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მძიმე ფორვარდი ვანკუვერის მხრიდან შედეგიანობით მესამე იყო, ბეჟანიშვილმა ბოლო მომენტში პერიმეტრზე ბურთი მიიღო და ზუსტი სროლით ბანდიტსს ზედიზედ მეორე მოგება მოუპოვა. ამრიგად, ვანკუვერ ბანდიტსი 8 მოგებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე გავიდა. ბეჟანიშვილის გუნდი საჩემპიონო უიქენდის მასპინძელია, შესაბამისად, ის ოთხთა ფინალში ავტომატურად მოხვდა და მეტოქეს ელოდება.