„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდაპარტიული დაპირისპირება კვლავ პოლიტიკური განცხადებების საგანია. დიდი ოპოზიციური პარტია განახლებას ძველი სახეებით ცდილობს. მოქმედი მენეჯმენტის გადაწყვეტილებები პარტიის ნაწილს არ მოსწონს.
ე.წ. ნიკა მელიას ფრთა კვლავ არაფორმალური მმართველობის ნიშნებს ხედავს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან პარტიასთან ალიანსში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ აპირებენ პარტნიორობას ოპოზიციის დიდ ნაწილში.
ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები კი მმართველ გუნდს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპონენტებს მომავალი აღარ აქვთ.