„ნაპოლი“ და ვიქტორ ოსიმენი კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმდნენ. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებების შედეგად, ყველა დეტალი შეათანხმეს და ინფორმაციას ოფიციალურად უახლოეს მომავალში დაადასტურებენ.
ოსიმენი კონტრაქტს, 2027 წლის 30 ივნისამდე განაახლებს, რომლის თანახმად ნიგერიელი ხელფასის სახით სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.
ნეაპოლური მედია წერს, რომ კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვით ვიქტორის გამოსასყიდი ფასი 150 მილიონი ევროთი განისაზღვრება.