ძალოსანი მარიამ მაისურაძე 20 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

27 ივლისი 2023, 10:18 832 ნახვა

მარიამ მაისურაძემ ბუქარესტში მიმდინარე 20 წლამდელთა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები მოუტანა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72/74 კგ. დაძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მაისურაძემ აკვრაში 88 კილოგრამი დააფიქსირა და მე-4 ადგილზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში მოგროვილი 162 კილოგრამით კი მარიამმა ოქროს მედლის და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.

გარდა ამისა მარიამ მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 2-2 კილოგრამით გააუმჯობესა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში