სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა განიმტკიცა

26 ივლისი 2023, 16:13 863 ნახვა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ხმლით ფარიკაობაში პირადი პირველობის რეიტინგები განაახლა. საიდანაც გაირკვა, რომ ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძე რეიტინგში ლიდერობა გაიმყარა.

ბაზაძეს ამ დროისთვის 303 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, ამერიკელ ელი დერშვიცს, 130 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მილანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სანდრომ ვერცხლის მედალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ ზედიზედ მე-14 პრესტიჟულ ტურნირზე მოახერხა საპრიზო სამეულში შესვლა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში