იტალიური გაზეთის, "La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.
წყაროს თანახმად, კვარაცხელიას ხელფასი გაორმაგდება და სეზონში 1.2 მილიონ ევროს ნაცვლად ის 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს „დინამო“ ბათუმიდან 10 მილიონი ევროს ნაცვლად შეუერთდა. პირველივე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა გააკეთა და სერია A- საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაიმსახურა. გარდა ამისა ის თავის გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.