კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები ცნობილია

24 ივლისი 2023, 17:32 820 ნახვა

დღეს შვეიცარიის ქალაქ „ნიონში“ უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა.

"დინამო თბილისი“ „ჰამრუნის“ დამარცხების შემთხვევაში, უნგრეთის „ფერენცვაროშსა“ და ირლანდიის „შემროკს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

"ტორპედო„ "აქტობეს“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ბულგარეთის „ცეესკა სოფიასა“ და „რუმინეთის“ „სეპსის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გორის „დილას“ მეტოქე კი „ვორსკლასთან გამარჯვების შემთხვევაში კვიპროსის „აპოელსა“ და სერბეთის „ვიოვოდინას“ წყვილის გამარჯვებული იქნება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25-27 ივლისს და 1-3 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 10 და 17 აგვისტოს ჩატარდება.

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი