ინდონეზიაში მგზავრებით სავსე ბორანი ჩაიძირა 

24 ივლისი 2023, 14:05 562 ნახვა

ინდონეზიის ხელისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულ მგზავრებს ეძებს მას შემდეგ, რაც  სულავესის კუნძულთან ბორანი ჩაიძირა. შემთხვევამ  15 ადამიანი იმსხვერპლა.

ბორტზე მყოფი 40 მგზავრიდან 19  დაკარგულად მიიჩნევა,  ექვსი  გადარჩა. ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.   

ბორნები ინდონეზიაში, რომელიც 17 ათასზე მეტი კუნძულისგან შედგება, ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებაა. ქვეყანაში ხშირია უბედური შემთხვევები, რადგან უსაფრთხოების დაბალი სტანდარტები  გემების გადატვირთვის საშუალებას იძლევა და  არ არის აღჭურვილი შესაბამისი  სამაშველო საშუალებებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი