უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით გასულ ღამეს მტერმა 19 სხვადასხვა რაკეტა გამოიყენა. განახორციელა 4 სარაკეტო და 58 საჰაერო დარტყმა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
გუშინ განხორციელებული იერიშის შედეგად ოდესაში განადგურდა საცხოვრებელი სახლები და ეკლესია, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეყვანილია. უკრაინის დამცველებმა მტრის მიერ „შაჰედის“ დრონებით განხორციელებული ყველა შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს კიდევ 630 რუსი დამპყრობელი. უკრაინის პრეზიდენტმა კი ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო მიმართა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.