რეპრესიების მსხვერპლი ჰაფიზ ძნელაძის ნეშტი დღეს დაკრძალეს

22 ივლისი 2023, 17:15 1102 ნახვა

ჭოროხის პირას 1937 წელს დახვრეტილი ჰაფიზ ძნელაძე ოჯახმა დღეს დაკრძალა. მისი ნეშტი ხელვაჩაურში მეხუთე  სამარხში სხვა 28 ადამიანის ნეშტთან ერთად კვლევა ძიების დროს იპოვეს.

ექსპერტიზის შემდეგ ჰაფიზ ძნელაძესთან ერთად კიდევ 2 ადამიანის შთამომავალმა დნმ-ის მეშვეობით მიაგნო წინაპარს.

ჰაფიზ ძნელაძის შვილიშვილი კი იხსენებს, რომ მას ჯერ კიდევ შვილი, შემდეგ კი შვილიშვილები ეძებდნენ და ბოლოს სასამართლო ანთროპოლოგის და სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისიის მუშაობის შედეგად მიაკვლიეს. 

ექსპერტიზის მიხედვით, დახვრეტის მომენტში მამაკაცი 51 წლის იყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი