სლოვენიაში საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში, 31 სპორტსმენი იასპარეზებს

21 ივლისი 2023, 17:21 669 ნახვა

ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვენიის ქალაქი მარიბორი 23-29 ივლისს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს წარმომადგენელი 31 სპორტსმენი იასპარეზებს.

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი კალათბურთელმა ნიკოლოზ გურგენიძემ დადო.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ტანმოვარჯიშე, თინათინ ტყემალაძე და ძიუდოისტი საბა გველესიანი იქნებიან. საქართველოდან კი სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) გამოვლენ.

ოლიმპიური დელეგაციის წევრები სლოვენიის ქალაქ მარიბორში 22 ივლისს გაემგზავრებიან.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში