"ბაიერნის" ამბების მიმომხილველი გაბრიელ სტაჩი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ვალენსიას" ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი 99%-ით უკვე მიუნხენური გრანდის მეკარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ. მისივე ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის და "რეკორდმაისტერი" ქართველს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, სატრანსფერო ღირებულებად კი 30 მილიონი ევრო სახელდება.
შეგახსენებთ, რომ "ალიანს არენიდან" მეკარე იან სომერი მიდის და ქართველიც მისი შემცვლელი უნდა გახდეს. ის მანუელ ნოიერთან ერთად "ბაიერნის" პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს.