ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ვარჯიშზეა

18 ივლისი 2023, 19:57 470 ნახვა

ვარჯიში განაახლა ზურიკო დავითაშვილმაც, „ბორდომ“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 26 ივლისამდე გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 22 ივლისს „ბორდო“ ვიშიში „ოსერს“ დაუპირისპირდება, 26 ივლისს კი „გოლს“ შეხვდება. 28-29 ივლისს „ბორდო“ კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს. ქართველის გუნდი ჯერ „ოსასუნას“ შეხვდება, 29 ივლისს კი „ანჟერს“ დაუპირისპირდება. ჟირონდელები საფრანგეთის ლიგა 2-ის ახალ სეზონს 7 აგვისტოდან დაიწყებენ. პირველ ტურში „ბორდო“ „პაუს“ შეხვდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში