ქალი, რომელსაც დათვი თავს დაესხა, კლინიკაში გადაიყვანეს

18 ივლისი 2023, 12:08 1270 ნახვა

ქალი, რომელსაც შუახევში დათვი თავს დაესხა, მკერდის არეში ტკივილებით ბათუმში სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს. მას გამოკვლევები უტარდება. 

კიდევ ერთი ქალი და არასრულწლოვანი, რომლებიც გარეული ცხოველის თავდასხმის შედეგად დაშავდნენ, თავს კარგად გრძნობენ. ექვსი წლის ბავშვი, რომელიც სოფელ დაბაძველში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა, კლინიკიდან სახლში უკვე გაწერეს, მას რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.

სოფელ დაბაძველში აცხადებენ, რომ გარეული ცხოველები ბოლო პერიოდში მომრავლდნენ და მათი სოფელში შესვლის არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა,  თუმცა რეაგირებისთვის რომელიმე უწყებისთვის არ მიუმართავთ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარი არ გააკეთეს,  განმარტეს, რომ მოსახლეობას წერილობითი არ მიუმართავთ   პრევენციული ზომების მისაღებად.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი