ვაკო ყაზაიშვილი MVP

17 ივლისი 2023, 20:29 596 ნახვა

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „ულსან ჰიუნდაის“ ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის K ლიგის ეგიდით, ივნისში 4 შეხვედრა გამართა და „დაეგუს“ „ჯეჯე იუნაიტედს“, „სუვონსა“ და „ჯეონბუკს“ დაუპირისპირდა. ვაკომ „ჯეჯე იუნაიტედის“ წინააღმდეგ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, „დაეგუსთან“ დუბლი გაიფორმა, ხოლო „სუვონთან“ 1 გოლს დასჯერდა. „ულსან ჰიუნდაი“ K ლიგის ლიდერია, 23 ტურის შემდეგ ვაკოს გუნდს 53 ქულა აქვს, მეორე ადგილოსან „პოჰანგს“ 12 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 21 ივლისს „ჯეჯე იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში