ლიონელ მესის პრეზენტაცია „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში ოფიციალურად შედგა. სერიოზული უამინდობის გამო მესის ოფიციალური პრეზენტაცია მაიამის 20 000-მაყურებლიან სტადიონზე 2-საათიანი დაგვიანებით დაიწყო. მესიმ თავისი ახალი, ინტერ მაიამის 10-ნომრიანი მაისური ჩაიბარა. არგენტინელმა ლეგენდამ MLS-ის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. მსოფლიოს 7-გზის საუკეთესო ფეხბურთელი წელიწადში 50-დან 60 მილიონ ევრომდე მიიღებს. ინტერ მაიამის ფორმით ლეო პირველ მატჩს, უდიდესი ალბათობით, 21 ივლისს გამართავს - Leagues Cup-ზე, მექსიკური კრუს ასულის წინააღმდეგ. MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში ინტერ მაიამი 22 მატჩში 14 მარცხის შემდეგ ბოლო ადგილზეა და ზედიზედ 11 მატჩია, არ მოუგია. კლუბის კიდევ ერთი ახალწვეული, მესის ექს-თანაგუნდელი სერხიო ბუსკეტსი კი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.