საქართველოს ქალთა ნაკრებმა სომხეთი 5:0 დაამარცხა

14 ივლისი 2023, 19:56 586 ნახვა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის ირის ანტმანის დებიუტი წარმატებული გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრაში გოლები: ამბალიამ , დანელიამ , ჭყონიამ, ბაქრაძემ და პასიკაშვილმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრები 16 ივლისს სომხეთთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ქალთა ნაკრები ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის ემზადება ,რომელიც სექტემბერში დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში