''ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების ამბოხის შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან უთანხმოებასა და დაბნეულობას განიცდის - ამის შესახებ აშშ-ის უმაღლესმა გენერალმა განაცხადა.
მარკ მილის თქმით, მაღალ დონეზე მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ განვითარდება ყველაფერი საბოლოოდ. გამოცემა „როიტერის“ ცნობით, მილი აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში, სავარაუდოდ მეტად არიან ორიენტირებული ადგილზე არსებულ ვითარებასა და საკუთარი თავის გადარჩენაზე. პრიგოჟინის ამბოხის შედეგებზე საუბრობენ უცხოურ მედიაშიც.
გამოცემა „ვოლ სთრით ჯოურნალი“ წყაროზე დაყრდნობით, წერს რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ რუსეთში მაღალი რანგის 13 სამხედრო ოფიცერი დააკავეს.