ჯაბა ჯიღაური კარიერას უზბეკურ ნასაფ ქარშიში გააგრძელებს

13 ივლისი 2023, 19:58 503 ნახვა

ჯაბა ჯიღაური ყაზახეთიდან უზბეკეთში გადავიდა. 31 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ახლახან აკტაუს კასპიისთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა, კარიერას ნასაფ ქარშიში გააგრძელებს. ჯიღაურმა უზბეკურ კლუბთან ხელშეკრება წელიწადნახევრით გააფორმა. ჯიღაურს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული, აქამდე საქართველოში უთამაშია საჩხერის ჩიხურაში, დინამო თბილისსა და დინამო ბათუმში. საზღვარგარეთ ის მაკედონიურ ვარდარში, ფრანგულ გრენობლში, ყაზახურ ორდაბასისა და კასპიიში გამოდიოდა. უზბეკეთის ჩემპიონატში გასული 13 ტურის შემდეგ, ნასაფს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. ჯაბას დებიუტი გუნდში შესაძლოა 28 ივლისს შედგეს, როდესაც ნასაფი უზბეკეთის სუპერლიგის მე-14 ტურში სტუმრად ანდიჟანს ეთამაშება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში