სამი ქართული კლუბი დღეს კონფერენსლიგაზე ასპარეზობას იწყებს

13 ივლისი 2023, 19:57 556 ნახვა

ქუთაისში, ტირანასა და დუნაისკა სტრედაში სამი ქართული კლუბი ჩაებმება წლევანდელ ევროთასებში. რანგით მესამე უეფას კონფერენსლიგაში, რომელიც შედარებით ახალი ტურნირია და სულ მესამედ ტარდება. ქართული კლუბების უმთავრესი მიზანი, ისტორიაში პირველად კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა. ამისთვის თითოეულ მათგანს ოთხი ეტაპის დაძლევა მოუწევს. ტორპედო "რამაზ შენგელიაზე" 21:00 საათზე ბოსნიურ სარაევოს უმასპინძლებს. როგორც უკვე გითხარით, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი, 22:00 საათზე ალბანეთის დედაქალაქში ტირანას დაუპირისპირდება. გორის დილა სლოვაკეთში მასპინძელ დუნაისკა სტრედას ეთამაშება, მატჩი 21:30 დაიწყება. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი