მოლდოვა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) დატოვებისთვის პროცედურებს იწყებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა კიშენეუმ, დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმება გადაწყვიტა.
პირველი შეთანხმება, რომლის დენონსაციასაც მოლდოვა აპირებს, ეხება დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, მეორე დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას, ხოლო მესამე კი სასაზღვრო ძალებისთვის სპექტექნიკისა და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას.
აღნიშნული შეთანხმებები მოლდოვამ დსთ-ს ქვეყნებთან 1990-იან წლებში გააფორმა.