საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში შვედეთთან წააგო

12 ივლისი 2023, 01:09 720 ნახვა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მესამე ტურის მატჩი შვედეთს დაუპირისპირდა და 78-91 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებიდან 19-19 ქულა გიორგი ნაცვლიშვილმა და გიორგი სულაბერიძემ ჩააგდეს, 14 ქულა ჰქონდა ბაქარ ბერეკაშვილს.

შეგახსენებთ რომ B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველომ უკრაინასთან 55:82 წააგო, მეორე ტურის შეხვედრაში კი კოსოვოს ნაკრებს 80:70 მოუგო.

ბოლო ტურის შეხვედრას საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი